შავ ზღვაში რუსეთის 5 სარაკეტო ხომალდი და წყალქვეშა ნავია მობილიზებული

0
383
22 Views

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „კალიბრის“ ტიპის რაკეტების სამი გადამზიდი ხომალდი და ორი წყალქვეშა ნავი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ხომალდებზე, საერთო ჯამში, 30-ზე მეტი რაკეტაა განთავსებული.

ამასთან, ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის მხრიდან კუნძულ „ზმეინზე“ კონტროლის დაბრუნების გამო მოსალოდნელია მოწინააღმდეგის მიერ ავიაციას გააქტიურება.

„ოდესისა და მიკოლაივის ოლქების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის საფრთხე, მათ შორის ავიაციის გამოყენებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოსალოდნელია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Cesko