ორმა მამაკაცმა ავტობუსში ჯერ მძღოლი გალახა, შემდეგ სასულიერო პირიც – დიდი ჩხუბი და აყალმაყალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში

0
580
23 Views

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მგზავრებსა და მძღოლს შორის კამათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესრიგის დაცვის მითითებით დაიწყო, რასაც 2 მამაკაცის გაღიზიანება მოჰყვა.

30-40 წლამდე ორმა მამაკაცმა მძღოლს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა ავტობუსში მყოფი სასულიერი პირი, რომელსაც მამაკაცები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცავებმა ორივე მამაკაცი დააკავეს.

ინფო რუსთავი

Cesko