“ტონს დაუწიეთ… ოთხ ეპიზოდს გაგახსენებთ… მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით…” – რუსუდან ცირეკიძე

0
516
22 Views

“ენმ” – ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:

“რეაქციის” სტუდიაში ზის დავით უსუფაშვილი და გმობს ძალადობას- წინა ხელისუფლება არ დავიწყებია ცხადია და არც კახი კალაძისთვის დაშენილი ქვები, მაშინ როცა მან მოსახლეობას გამოუცხადა ომი საქართველომ დაიწყოო..
ბატონო დავით, ვინ, ვინ და თქვენ მეტი მოკრძალება გმართებთ..
მხოლოდ ოთხ ეპიზოდს გაგახსენებთ- 2103 ში ბიბლიოთეკასთან ჩვენზე თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, მათ შორის ქალ დეპუტატზე ჩიორა თაქთაქიშვილზე.
ზურა ჭიაბერაშვილზე თავდასხმას ფიზიკური ანგარიშსწორებით.
ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას ფიზიკური ანგარიშსწორებით.
და კორცხელის საშინელ უმსგავსობას – 2016 წელს.
ოთხივე ამ ეპიზოდის დროს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. მეტიც, ნიუ -იორკ თაიმსში ივანიშვილის სადიდებელ სტატიას წერდით და შემდეგ გვიხსნიდით, რომ :
“მშვიდად ვერ ვუყურებ იმას, როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოს ცალკეული პოლიტიკოსები იმის შესახებ, თითქოს რუსეთს უკვე ანექსირებული აქვს საქართველო; რომ რუსეთის და პუტინის მარიონეტები სხედან საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველაზე უფრო სერიოზული არასწორი ქმედება, რაც შეიძლება ჩაიდინოს პოლიტიკოსმა, მაგრამ ვინაიდან საკუთარი, წარსულში ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი აგრძელებს იმ მითის გავრცელებას მსოფლიოში, რომ ივანიშვილი ან კოალიცია ქართული ოცნება არის პუტინის მართული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, ”
“ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს”
? ნწ ნწ ?

სტუდიაში ბრძანეთ – ყველა ხელისუფლება აგონიის დროს ასე იქცევაო.
ჰოდა რა აგონია ბატონო დავით, ძალადობით დაიწყეთ და ასე გრძელდება წლებია.
ტონს დაუწიეთ გეთაყვა.
ერთიანობა ერთიანობად მაგრამ გუშინდელ ქოცებს ცოტა მოკრძალება გმართებთ. იმ ფონზე როცა ჩვენგან იდეალურ ქცევას ითხოვთ, საკუთარი პოლიტიკურ ინტერესებზე უარის თქმას ( რაც სწორია და ყველასთვის სწორია) , თქვენ და თქვენს თანამმოაზრეებს , თუ უფრო სწორი იქნება ვთქვა თანამზრახველებს საარჩევნო კამპანია გაქვთ გაჩაღებული ფაქტიურად.
დღეს მთელი დღე ცდილობთ სადაც საჭიროა და არაა საჭირო, ყველგან ხაზი გაუსვათ რომ ” ყოფილი ნაციონალები” არიან დღეს ტიტუშკების თუ ხიხუშკების როლში.
არც ნაციონალების დროს არც მანამდე და არც ახლა, საჯარო სამსახურებში, მერიებში, დასუფთავების სამსახურებში ანგელოზების დასი არ მუშაობდა.
საერთოდ ამ ქვეყანაში ანგელოზები არ ცხოვრობენ.
თქვენ იმაზე ილაპარაკეთ მურუსიძე ჩინჩალაძეები როგორ შეიწოვეთ და შეირგეთ ..
და კიდევ ბევრი სხვა, ჩამოთვლაც კი მეზარება…
მოკლედ, მოძალადეებს მფარველობდით, ფაქტია, ამნეზია არ გვჭირს და ცოტა ტონს დაუწიეთ მეთქი..
ნუ ქმნით დაძაბულობას ჩვენს შორის, ერთი, საერთო, საქვეყნო საქმისთვის მებრძოლთა შორის.
გავიდეთ ერთად სამშვიდობოს და საარჩევნო კამპანიის დროს გვეძახეთ ნაცები ( დიახ ნაციონალი ვარ) და ჩვენ ქოცობას დაგაყვედრით, კორექტულად და ლამაზად, რასაკვირველია.
David Usupashvili”

Cesko