,,ისეთებიც იკვანწებიან, ისეთი ხალხი იფხრიწება ევროპაზე, დაქოქილ კატერში, შუა ზღვაში მარაოთი რომ ინიავებენ” – ბონდო მძინარაშვილი

0
539
18 Views

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

,,კაცო, ისეთი ხალხი იფხრიწება ევროპაზე, პარიზის ქუჩაში რომ გაიარონ, ფრანგები თვალს გააყოლებენ და საფეთქელთან თითს დაიტრიალებენ!

კი ბატონო, ისეთებიც იკვანწებიან, დაქოქილ კატერში, შუა ზღვაში მარაოთი რომ ინიავებენ, მაგრამ მაგას რა უჭირს, ისეთები იბღინძებიან, კულტურას ორ ნაწილად რომ ჰყოფენ, – “კულტად” და “ურად” და თავის კულტად (თუ კუტად?!) ქცეულ მანიაკ ბელადს დღესაც “ურა-ურას” არ აკლებენ!

გაგიჟდები, რა!
იმ ფრანგებს რაღას ვერჩით?!

ვააახ, ლაპარაკი თქვენ არ იცით, საქციელი თქვენ არ გივარგათ, რა დაგრჩენიათ ევროპაში?!

ხონში თქვენი ადგილი, ხონში!
ან წინწკილაზე!

მომინდომეს ევროპა და ატილა კოვაჩის ფეხსაცმელი!
ფეხი არ ჩაგივათ!”

Cesko