ვიდეო: „ევროპული პერსპექტივა მე ვარ, მე გავაჩინე ევროპული პერსპექტივა“ – ხაინდრავა

0
506
132 Views

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მომღერალ გია გაჩეჩილაძის გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ იყო სტუმრად, სადაც მან საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რაც ევროკავშირისგან მივიღეთ, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, ფარისევლობაა.

„რა პერსპექტივაზეა საუბარი? ევროპული პერსპექტივა მე ვარ. მე გავაჩინე ევროპული პერსპექტივა და ფორპოსტი ვიყავი ამ პერსპექტივის. მე რომ არ ვმდგარიყავი აქ … დამპყრობლების ტალღებს მე ვაკავებდი, თორემ რა პერპექტივა გექნებოდათ ევროპაში, მაგასაც ვნახავდი.

მე ამის პრეტენზია არ მაქვს. მე მძიმე ბედის ქვეყანა ვარ. მე ხან ამ დამპყრობლის ქვეშ ვიყავი, ხან იმის და თან როგორი დამპყრობლის?!რომლებსაც განადგურებული აქვთ ყველაფერი.

რა ვერ გაანადგურეს, იცი? ჩვენი ღირებულებები ვერ გაანადგურეს და სული. ვისაც პატიოსნების ნასახი აქვს, მაგალითად, დღეს გამოვიდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვა, რომ „ეს კატასტროფაა, რაც ჩვენ ვქენით. სამარცხვინო გადაწყვეტილება მივიღეთ“.

ეს ხომ ფარისევლობაა. იქ ზეიმობენ და გამოდის ვიოლა და ამბობს, გილოცავთ ქართველებო პერსპექტივასო. რომელ პერსპექტივას მილოცავ. მე გილოცავ პერსპექტივას, შენ რა პერსპექტივას მილოცავ“? – ამბობს გოგა ხაინდრავა გადაცემა „უცნობის კიდობანში“.

Cesko