“ამდენი წელია ვერიდები მაგის სახალხოდ გამოთრევას… მაგათ გარეშე ვერ ინავარდებ, მაგარი ბანძი ხარ!” – მანჩო გიორგობიანსა და ძმები თორაძეების დას შორის დაუნდობელი ომი გაჩაღდა

0
3386
1,878 Views

24 ივნისს ცნობილი ბიზნესმენი „Silk Road Group”-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს. ცნობილია, რომ მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც კაჭარავამ წყნეთში, კერძოდ კაკლებთან, საკუთარი სახლისკენ გადაუხვია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს 20-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ კილერის ნამოქმედარია.

ბიზნესმენის ლევან კაჭარავას – მეტსახელად „ტილიკას” მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, 90-იან წლებში, ვერაზე მოკლული ძმები თორაძეების დამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა”.

თამარ თორაძის ამ პოსტმა სამოქალაქო აქტივისტის – მანჩო გიორგობიანის გაღიზიანება გამოიწვია და მისი ოჯახის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

მანჩო გიორგობიანი: ეს თორაძე, თვითონ მართლა ბინძური ღორის ტილი, საკუთარ დებსაც რომ ეზიზღებათ! ამდენი წელია ვერიდები მაგის სახალხოდ გამოთრევას!აქამდე კიდევ მეცოდები და არ მოისვენა ამ ცრუ ბრალდებებით! ჰოდა კარგად წაიკითხოს ახლა რეალობა თავის სადისტების ოჯახის მაგვარზე, სადაც დედაც და მამაც შვილებს ზრდიდნენ ჯერ ქურდბაცაცებად და მერე კიდევ ყაჩაღებად, მკვლელებად, ქალებზე და სუსტებზე მოძალადეებად! თვითონაც თაღლითები წყვილში მუშაობდნენ და მერე შვილებიც ჩაითრიეს!კარგით რა ხალხნო, ამ ნაძირალა ოჯახის წარმომადგენლის როგორ გჯერათ?! თვითონ ქურდები და ყაჩაღები, ხალხს აუთავებდნენ რეგიონებში, როცა აყაჩაღებდნენ თვითონ თორაძეები იყვნენ ცივსისხლიანი მკვლელები და სუსტების დამჩაგრავები, მათ შორის ქალების გამაუპატიურებლები! რაზედაც საქმეებიც ყოფილა აღძრული, მაგრამ ნაძირალა მამიკო უფარცხავდათ! მილიციელებსაც უწერდა ლაპარაკებს და მერე აშანტაჟებდა! მთელმა თბილისმა იცის, რომ რეიდი ჩატარდა სწორედ როგორც კრიმინალების წინააღმდეგ! და ეს არ იყო პირველი ალყა! მხედრიონი, გვარდია და მილიცია მონაწილეობდა! სწორედ ვერელმა კიტა გელაშვილმა გადაურჩინა უმცროსი ძმა, ჩვენმა უახლოესმა, გვარდიელი იყო! არც „ტილიკას” – ლევან კაჭარავა და არც „ზარალას” -გიორგი რამიშვილს იქ არაფერი ესაქმებოდათ და არც ყოფილან!კოტე ბიბილური მოკლეს, რეიდს ცეცხლი გაუხსნა ამ ნაძირალა ოჯახმა და შემდეგ მოხდა მათი ლიკვიდაცია!ასეც იყო და ასეც გამოცხადდა ოფიციალურად! სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ “საშიში ბანდა ლიკვიდირებულია” ტელევიზიითაც და პრესითაც! იმდენად ნაძირალები იყვნენ, რომ ერთმა საკუთარი ცოლი სახეზე დააუთავა! ხოლო მამამთილმა რძლის ადვოკატი მოისყიდა და თავისი ნაბიჭვარი ციხიდან გამოათრია..დედაც და მამაც ქურდბაცაცები და ციხეში არაერთხელ ნაჯდომები, მსგავსი საშიში, ნაძირალა და ყველაფრის მკადრებელი ოჯახი თუ შეიძლება ეწოდოს ამ ბანდას, თბილისს არ ახსოვს!!!წავიკითხე მისი ნაჯღაპნი და რასაც საკუთარ ოჯახზე წერს ნამდვილად მართალია, ზუსტად ისეთი ბინძურები იყვნენ, როგორც აღწერს!ხოლო დანარჩენს ბოდავს, სადაც რა მოხვეტა ამ ქალაქში, ყველა შეტენა ამ თავის ლოტკინელ ძმებთან დაპირისპირებაში!ძუნძგლების, მელკი ქურდების, ნასედკების, ყაჩაღების და მკვლელების ოჯახი!! მართლა ამ დამპალი ნაყოფიდან გადმოწუწულმა თამართორაძემ რიდემდე უნდა იუზრდელოს და ცილი დასწამოს ისეთ ხალხსაც, ვინც იმ ამოწყვეტის დღეს არ ყოფილა?! სხათა შორის, ქალაქის კომენდანტიც იქ იყო ადგილზე! სხვა ძალოვანებიც… ამ ტუტუც გოგოს წიგნი არ ეყიდება და ჩატენა „რომანში” თბილისის ცნობილი ბიჭები!თი სიმართლე გაინტერესებთ , ეს არის და ვისაც ამ ღლექალასი გჯერათ და ჩემი უახლოესი მეგობრები უნდა ლანძღოთ, დატოვეთ ჩემი სამეგობრო, ძალიან გთხოვთ!ვერავის მოვუთმენ გიორგი რამიშვილის და ლევან კაჭარავას ლანძღვას და არცერთი არ ყოფილა მხედრიონელი, არცერთი!!ვერც ბედო ქარცივაძის ლანძღვას ავიტან კიდევ, რომელიც ასპროცენტიანი მართალი იყო მაგ შკოდნიკებთან და ყაჩაღებთან ! როცა მიტყიპა, ვესწრებოდი დიახაც!იმ რეიდის დროს არც ბედო ყოფილა!და კიდევ , აქ კაი ძველი ვერელებივით ნუ მიწერთ! არც თქვენი ტილიკაა და არც თქვენი ზარალა კიდევ! მით უმეტეს, რომ სკოლის მერე არც მეგობრები ვეძახდით!მაგრამ კონკრეტულად რეიდი სხვა თემაა და სხვა სტრუქტურებმა დაგეგმეს! გაიგეთ რა… თორაძეებისთვის ეს არ იყო პირველი რეიდი, ადრეც დაურტყამთ ალყა და მაშინ პატარა შვილებით ისპეკულიანტა მამამისმა, შვილი გადმოკიდა ფეხით აივანზე და რეიდს უთხრა, თუ არ წახვალთ ყველას დავხოცავო! საკუთარი ოჯახის წევრებზე! გესმით თქვენ?!რაც შეეხება რურუებს, ისინი იყვნენ მხედრიონში, რომელიც მაშინ ლეგალური სამხედრო ფორმირება იყო და პოლიციასთან ერთად მოქმედებდა ხშირად!არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, პირადად მე და ბევრი ჩვენი მეგობარი ვერ ვპატიობთ ნაცხლისტებთან ერთად ყოფნას.. პირადულად რა პრეტენზია უნდა მქონდეს, პატივისცემის მეტი არაფერი მახსოვს… რურუებზე ნუ დამიწყებთ ლაპარაკს, გარკვევით მიწერია რა თემასაც ვეხები! პირადად ისედაც იცოდნენ , რატომაც ვარ ნაწყენი…თუ ჟურნალისტებს გაინტერესებთ სიმართლე, დამირეკეთ და მოგიყვებით!მე რომ არასდროს ვიტყუები, ეს მთელმა ქვეყანამ თუ არა, თბილისმა ნაღდად იცის!..p.s. ასჯერ შევუთვალე სიმართლე ამ დებილ გოგოს და იმ დროუს მილიციელებთანაც დაკავშირებაც შევთავაზე, რომ ზუსტად გაეგო , რა ხდებოდა… არ უნდა!!! და აქ ნუ მომაყოლებთ კიდევ, ნაძირალა იგორ გიორგაძემ როგორ გადაახოცინა მთელ თბილისს ერთმანეთი! და ეს თორაძეები კიდევ , მისი წაქეზებული, გონივრული ეჭვი მაქვს! …90-იანები იყო და ყველა კაცს თუ არაკაცს იარაღი ეჭირა, იმიტომაც ტრიალებდა უბედურება და სწორედ ამიტომ ვარ იარაღის ლეგალიზების წინააღმდეგი!მაშინაც ოფიციალურად -“ქსივებით “ატარებდნენ, ასე ერქვა! არ შეიძლება ამ ქვეყანაში, რომ ყველას ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება!”

მანჩო გიორგობიანს საჯაროდ გასცა პასუხი თამარ თორაძემ და მის ნათქვამს ცილისწამება უწოდა:

თამარ თორაძე: მესმის მანჩო შენი! ძაან შურიანი ხარ და სულ ზუსტად ვიცი როგორ გიჟდები იმაზე, რომ შენს ბოროტ სასტავს სააშკარაოზე ვაშიშვლებ და ვამბობ ვინც არიან! მესმის რო მაგათი წყალობით ჭამ და კაიფობ, მაგრამ ასეთ საზიზღრობებს რასაც ჩემს ოჯახს აბრალებ და მე მლანძღავ არ გეპატიება. მართლა გულით მეცოდები რადგან ვიცი ძაან უბედური ხარ. ანუ რო არ მლანძღო ფაფუ კაიფი? აი შენნაირი ნარკუშკები კარგს არც უნდა ამბობდნენ ჩემზე ან ჩემს ოჯახზე. მოკლედ გისურვებ აი ზუსტად მაგ სიმართლით გევლოს და მალე გამეგოს შენი გაუბედურება ჩემს სიძლიერეს შეეწირება შენი ბოღმა ეგეც ვიცი, ვერ იტან გამართულ ქალებს რადგან შენ ყოფილი მკვლელი მხედრიონელების საწყალობელი ქალი ხარ რომელიც მაგათ გარეშე ვერ ინავარდებ. მაგარი ბანძი ხარ აი ძაან მაგარი…

წყარო: „digest.pia.ge”

Cesko