თბილისში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, “ტილიკა”, მანქანაში ჩაცხრილეს და სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს

0
2023
1,222 Views

არსებული ინფორმაციით, კაცი მანქანაში ჩაცხრილეს და სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია, ასევე, უცნობია მკვლელობის მოტივი.

ბიზნესმენს, ზედმეტ სახელად „ტილიკასაც“ ეძახდნენ.

როგორც pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე(დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე), რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს ფიტნესს ქსელს, მისი კომპანიები მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში. ის ნიდერლანდებში კომპანია „მულტიპლექს“ და, ასევე, არაერთ ბიზნესს ფლობს.

Cesko