ლიზ ტრასი – მზად ვართ, მივაწოდოთ მეტი იარაღი უკრაინას და დავუწესოთ მეტი სანქციები რუსეთს

0
832
252 Views

დიდი ბრიტანეთის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააწესოს შემდგომი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გააგრძელებს ამას მანამ, ვიდრე მოსკოვი სრულად არ დატოვებს უკრაინას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთი მეტს იარაღს მიაწვდის უკრაინას, მეტ სანქციებს დაუწესებს რუსეთს და მხარს დაუჭერს უკრაინას, აიძულოს რუსეთი მისი ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაწოდოთ მეტი იარაღი, დავაწესოთ მეტი სანქციები და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს ჯარი მისი ტერიტორიიდან,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, ოთხშაბათს გაემგზავრება თურქეთში, რათა განიხილოს ოდესიდან მარცვლეულის გამოტანის ვარიანტები და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნა მხოლოდ რამდენიმე კვირის საქმეა.

Cesko