„მე დღეს ამ გოგომ „მომკლა“ – – თამრიკო ჭოხონელიძე თაკო ჩარკვიანის შვილზე

0
4187
3,355 Views

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერის თაკო ჩარკვიანის, შვილის ირმა გიგანის კონცერტს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

ჭოხონელიძის შეფასება სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა. მომღერლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მე დღეს ამ გოგომ „მომკლა”, რომ თავიდან გავცოცხლებულიყავი! დღეს, სწორედ დღეს, როცა ამ უტიფარ, ტყუილებით სავსე და უსუსურ ქვეყანაში, სადაც ყველაზე უსუსური ჩემი თავი მეგონა, როცა ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე, ეს ერთი შეხედვით კაფანდარა გოგო და დიდი მუსიკოსი მხსნელად მომევლინა და მითხრა, არ გაბედო! არ გაბედო ხელის ჩაქნევაო!კიდევ ერთხელ დამანახვა, რომ უფალს ვყვარებივარ, რადგან მე დღეს მის დიდ ხელოვნებას მაზიარა და უდიდესი ძალა მომცა იმისათვის, რომ ვიბრძოლო. აბა, რა! ვიბრძოლებ, რადგან ყველაფერი დაპატარავდა და დაიჩრდილა ამ დიდი ნიჭიერების ფონზე! მისთვის და ჩვენი შვილების ნიჭიერების დასაცავად ვიბრძოლებ და თუ საჭირო გახდება, თავსაც შევაკლავ!ესენი არიან, ვინც სამყაროს გადაარჩენენ! ამათთვის ღირს ცხოვრება! მადლობა ჩემო ირმა, ჩემო მუშკა, რომ დღეს „მომკალი”, თურმე დღესვე თავიდან უნდა დამეწყო ცხოვრება!!!” – წერს თამრიკო ჭოხონელიძე.

Cesko