მორჩით ოპოზიციაზე გადაბრალებას და საკუთარ თავში ეძებეთ მიზეზები,რატომ არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს…
განაცხადი როცა გააკეთეთ, არ იცოდით, რომ ძალიან დიდი სამუშაო იყო ჩასატარებელი? არ იცოდით, რომ გათახსირებული ოპოზიცია 24 საათი ევროპაში ეგდო და კარგს რომ არაფერს იტყოდა….
თქვენ რა გააკეთეთ,როგორ იმუშავეთ…რამდენჯერ ჩახვედით ევროპაში,ვის შეხვდით,ვის ჩაუტანეთ სიმართლე საქართველოზე…სად არიან ჩვენი ელჩები,კონსულები,დიპლომატები, ვინმემ რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ….ნახევარზე მეტი ნაცია და სულ ფეხზე არ კიდიათ საქართველო…მთავარია კარგ პირობებში ცხოვრობენ ევროპაში, ხალხის ფულებით….რა გააკეთეთ იმისათვის,რომ ბიძინა ივანიშვილიზე, სანქციების მოთხოვნა გაგექარწყლებინათ….ასე წყნარად როგორ ელოდებოდით პასუხს,როცა იცოდით,რომ ოპოზიცია ძირს უთხრიდა ევროპაში ჩვენ ქვეყანას და თქვენი მაგ სკამებზე დამსმელს?ბიძინა ივანიშვილს…თქვენ ხართ უნიათოები, უპრინციპოები და აღიარეთ,რომ ამ ეტაპზე სწორედ ამ ნაგავმა ოპოზიციამ მოგიგოთ ომი,რაც ძალიან შეურაცმყოფელია და ამავდროულად დამამცირებელი ჩვენთვის….ან რისთვის უხდით მადლობას ევროკომისიას?? მგონი აჯობებს,ცოტა ხანს გაჩუმდეთ და ჩამოყალიბდეთ….თავზე დაგვასვით ნაცები,ზედ გვივლიან ყველანაირად და ასე მშვიდათ როგორ ხართ არ ვიცი….
თუ გააკეთეთ განაცხადი, ბოლომდე უნდა მიყოლილიყავით, თორემ თავშიც ქვა უხლია ევროკავშირს..
თეა ბარნაბიშვილი, ბლოგერი; სოციალური ქსელი