50 Views
„არავინ დგას მოხალისეთა რიგში რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი დიდ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დაცვისთვის. ღირებულებები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“ – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი “თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ ეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვას” და დაამატა “თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა”.