ბახალა სასჯელის ამოწურვამდე შაბათ-კვირას სახლში გაატარებს

0
424
33 Views

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, რაც ნიშნავს, რომ ყოველ შაბათ-კვირას იგი სახლში გაატარებს.

როგორც „პუბლიკას“ მისმა ნათესავმა მინდია ჩხიკვიშვილმა უთხრა, გიორგანაშვილს სასჯელის 10 თვე აქვს დარჩენილი, ხოლო სექტემბერში „უდო”-საც ელოდებიან.

ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს.

Cesko