“ბერასთან მეგობრობას მიკრძალავდა და…” – რატომ დატოვა ამიკო ჩოხარაძემ “რუსთავი 2”

0
770
31 Views

მსახიობი ამიკო ჩოხარაძე „რუსთავი 2“-დან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს:

“ჩემი დამსაქმებელი ბერა ივანიშვილთან მეგობრობას მიკრძალავდა. მე მყავს ძმაკაცი, ჩემი შვილის ნათლია, ამიკო ჯანელიძე, რომელმაც გამაცნო ბერა ივანიშვილი. მე და ბერა დავმეგობრდით, ხან ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან ვსაუბრობდით.
რაც მთავარია, მე ვამჯობინე მეგობრობა ამ ვითარებაში. რამდენიმე ადამიანი წამოვედით „რუსთავი 2“-დან. არ მომწონდა, როდესაც ამას ვიღაცები მიშლიდნენ. პარალელურად, მეუბნებოდნენ – „იქ არ ახვიდე, იქ არ წახვიდე, ამასთან ნუ დადიხარ“ და რაღაც სისულელეები. ამას მეუბნებოდა „რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობა და ამასთანავე, იმ პერდიოდის სამთავრობო დაწესებულებები.
როდესაც დამიბარეს, მე ვუთხარი, რომ არ ვიყავი მათი თამაშის მონაწილე. მე მყავს ადამიანი, მეგობარი და როცა მინდა ავალ, როცა მინდა წამოვალ… ბერამ მითხრა, მოდი, დავიკიდოთ, რაც ხდება და ვაკეთოთ ის, რაც გაგვისწორდებაო.
მე და ბერას დღესაც გვაქვს კომუნიკაცია, მიხარია მისი წარმატება“ – ამბობს ამიკო ჩოხარაძე.

Cesko