“მაშინ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე” – წლების წინ მომხდარ რა დანაშაულში სდებს ბრალს მეგის ქარდავა ივანიშვილს?

0
1016
36 Views

ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, ციხიდან კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს ორ ენაზე დაწერილს და მიმართავს საქართველოში აშშ–ის, ბრიტანეთის და ევროკავშირის საელჩოებს, ასევე, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას:

“U.S. Department of State US Embassy Tbilisi, Georgia British Embassy Tbilisi European Union in Georgia Charles MICHEL საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia Nino Lomjaria
უკრაინაში, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, უკრაინის მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და საქართველოს არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის და მისი ე.წ. “მთავრობის” უშუალო მონაწილეობით მოხდა ჩემი გატაცება, რა დროსაც ჩემგან მოითხოვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და სანაცვლოდ მპირდებოდნენ უკრაინის მოქალაქეობას და უკრაინაში “კომფორტში” ცხოვრებას, მაგრამ ჩემი მხრიდან უარის მიღების შემდეგ, გამტაცებლების მიერ რამოდენიმე დღის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ჩემს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და დახვრეტის იმიტაციას.
საბოლოოდ, რადგან ვერ გაბედეს ჩემი ლიკვიდაცია, მოხდა ჩემი ფიქტიური დაკავება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. დაკავებისას დამემუქრნენ, თუ განვაცხადებდი აღნიშნულის შესახებ, ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა.
ვინაიდან ადგილი ჰქონდა რეალურ საფრთხეს, რადგან ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მე ჩუმად ყოფნა ვამჯობინე.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვიყავი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირი და აქტიურ წინააღმდეგობას ვუწევდი საქართველოში პრორუსულ ძალებს, ასევე აქტიურად ვიბრძოდი ორგანიზებული დანაშაულებისა და რუსეთიდან მომდინარე ტერორიზმის წინააღმდეგ, რისთვისაც მიღებული მაქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები. არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვიდა პრორუსული მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ვინაიდან ჩემს სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, იძულებული გავხდი დამეტოვებინა საქართველო და გადავსულიყავი ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ უკრაინაში.
მიუხედავად უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებისა, კვლავ გრძელდებოდა ჩემი გატაცების მცდელობები და 2021 წლის 17 სექტემბერს, ისე რომ მე ვიყავი გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაცვის ქვეშ და არ ყოფილა სასამართლო ჩემი საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, აღმოვჩნდი საქართველოში, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დღემდე ვიმყოფები ტყვეობაში.
ყოველივე ზემო აღნიშნული ადასტურებს, რომ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩემს მიმართ ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული მუხლების უხეშ დარღვევებს უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან.
აქედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოთ და უზრუნველყოთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და უფლებების დაცვა, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.
ღრმა პატივისცემით, მეგის ქარდავა

In Ukraine, in October 2017, by the top political officials of Ukraine at the time and the informal ruler of Georgia, Russian oligarch Bidzina Ivanishvili and with the direct participation of his so-called “government”, I was kidnapped, during which I was asked to testify against the third president of Georgia, Mikheil Saakashvili and members of his government, and in return promised Ukrainian citizenship and “comfort” in Ukraine, but after my refusal, for several days I was tortured, inhumanely treated and also there has been an imitation of my assassination.
Eventually, because they did not dare to liquidate me, I was detained by the Security Service of Ukraine. At the time of my arrest, I was threatened with endangering the lives of my family members if I stated this.
Since there was a real threat, because the highest political officials of both Ukraine and Georgia were acting against me, I preferred to remain silent.
During Mikheil Saakashvili’s presidency, before the 2012 parliamentary elections, I was a senior Georgian law enforcement official and actively opposed pro-Russian forces in Georgia, as well as actively fighting organized crime and terrorism from Russia, for which I have received various state awards. After the elections, a pro-Russian government led by Bidzina Ivanishvili came to Georgia, and as my life was in danger, I was forced to leave Georgia and move first to Turkey and then to Ukraine.
Despite the change of government in Ukraine, my kidnapping attempts continued, and on September 17, 2021, while I was under the protection of the United Nations High Commissioner for Refugees and there was no court for my extradition to Georgia, I found myself in Georgia, in Rustavi Penitentiary No. 12, where I am still being held.
All of the above proves that both in Ukraine and in Georgia, there are gross violations of the articles of the European Convention on Human Rights by the highest political officials of Ukraine and Georgia.
I therefore request you to act within your competence and ensure the safety and protection of my and my family members, for which I thank you in advance.
With deep respect, Megis Kardava

შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
Cesko