“ბიძინას ეშინია…სიცრუის და სიძულვილის პარტია, “ქართული ოცნება” შიშით ელოდება…” – სალომე სამადაშვილი

0
1046
35 Views

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“სიცრუის და სიძულვილის პარტია, ‘ქართული ოცნება’, შიშით ელოდება ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

თუ ყველაფერი გააკეთე, რომ წარუმატებელი იყოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ცხადია, გეშინია.
შეშინებული და ცრუპენტელა პრემიერი,ბიძინას მატყუარა უმრავლესობა პარლამენტში, დღეს ისევ ურცხვად ატყუებს ხალხს.
ხელს იშვერს ოპოზიციისკენ, არასამთავრობოებისკენ, მედიისკენ, ევროპარლამენტარებისკენ…აღარ იციან, ვის დააბრალონ, რომ გაანადგურეს ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი.
დღეს მორიგ ჯერზე შევთავაზეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, პასუხი-ტყუილების კორიანტელია.
გვაბრალებენ, რომ ევროპარლამენტში ვლობირებთ იმას, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცენ.
პირიქით-ევროპარლამენტში როდესაც ვიკითხეთ, რატომ არ მიიღეს დღემდე ჩვენი კანდიდატი სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია, როგორიც მიიღეს უკრაინის და მოლდოვისთვის, გვითხრეს, რომ მთავრობა გამალებული ცდილობს, რეზოლუცია არ მიიღონ.
ვაზუსტებ, ქვეყნის კანდიდატი სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ლობირებს ქართული ოცნება.
ეშინია, რომ იქ კრიტიკული შეფასებებიც იქნება.
ოცნების სახელით ტყუილების სასაუბროდ დაქირავებულმა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას, ძალიან დიდი გულმოდგინებით უმტკიცებდა ევროპარლამენტის წევრებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საშიში რუსი ოლიგარქია, დღეს მორიგ ჯერზე მოიტყუა, რომ ესეთი რეზოლუცია მიღებულია.
ოცნებაში მხოლოდ მატყუარების და მედროვეების ადგილია.
როდესაც მოვითხოვე, წარმოედგინა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც 2022-ის მარტში განაცხადის შეტანის შემდეგ იქნა მიღებული, გადმომცა 2020 წელს მიღებული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს და ევროკავშირის შემდგომ დაახლოვებას, ისე, საერთოდ…ასევე ამბობს, რომ ზოგადად, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება აპლიკაცია შეიტანოს ევროკავშირში…
ცხადია, არანაირი რეზოლუცია ჩვენი განაცხადის შემდეგ არავის მიუღია. ტყუილების კორიანტელიდან, მხოლოდ ერთის ლუსტრაცია.
გრძლად მოვყევი, ყველამ გაიგოს, როგორ დასცინის ქართული ოცნება ხალხს.
ზუსტად ასევე ცდილობს დასცინოს დასავლეთს. მაგრამ იქ უკვე ისწავლეს ჭკუა, ამიტომ აქეთ დასცინიან.
ბიძინას კი ეშინია, ეშინია, რომ მოთმინების ფიალა აევსო ევროპასაც და ამერიკასაც…
ჩვენი არჩევანი მარტივია-ევროპა-თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა.
ბიძინას მთავრობა გადაყვება ჩვენი ევროპული მომავლის წართმევის მცდელობას.”

Cesko