ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

0
520
31 Views

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მედიას ებრძვიან და სწორედ თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად უბრუნდება ჟურნალისტურ კარიერას.

რომელი მედია  საშუალებასთან გააგრძელებს უდუმაშვილი თანამშრომლობას არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, ვიდრე  ზაალ უდუმაშვილი პარტიას შეუერთდებოდა ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ კურიერის წამყვანად მუშაობდა.

Cesko