გიორგი გამსახურდია – ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

0
501
137 Views

ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ – ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი.

რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

„ეს არის დესტრუქციული ძალა, ეს არ არის პოლიტიკური სპექტრი. რა პოლიტიკურ სპექტრზე ვსაუბრობთ? ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ – ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი.

რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს. მესმის, რომ ადამიანი იყოს ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორ შეიძლება რომ, როდესაც ამ მოლოდინშია მთელი ერი, შენ მიდიხარ და საკუთარ ქვეყანას აბეზღებ?

მე ვსაუბრობ „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებზე, ვითომ რომ გაიყვნენ? ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში ხვდებიან იქაურ პოლიტიკოსებს. სადღაც გასდით ეს ტყუილები, სადღაც – არა.

მაგალითად, ლატვიაში არ გასდით, იმიტომ რომ ჩვენი წარმომადგენლობა შესაბამის დონეზეა, მაგრამ მათი მხრიდან ეს მცდელობა არის, იყო და იქნება. მე უბრალოდ არ მაქვს იმის უფლება, რომ გავამჟღავნო, თუ საიდან ვიცი ეს.

საუბრობენ, თითქოს ჩვენთან დემოკრატიული პროცესები შეჩერებულია, არის ელიტარული კორუფცია, არანაირი რეფორმები არ ტარდება და 2012 წელს მოკვდა საქართველო. რასაც ამბობენ „მთავარი არხის“ ბადეში, ამას „ქოფი-ფეისტით“ ეუბნებიან ჩვენ პარტნიორებს. „ნაცმოძრაობის“ ბევრი წარმომადგენლისგან მსმენია – როცა მითქვამს, საქართველომ რომ ყველა მიზანს მიაღწიოს, მერე სად მიდიხართ-მეთქი. პირდაპირ უთქვამთ – არ მინდაო. თქვენი გაკეთებული რად მინდაო, მერე თქვენ რაღა წაგიყვანთ ხელისუფლებიდანო. მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები ევროპელ პარტნიორებზე არ იმოქმედებს. ამ ქვეყნებს აქვთ საელჩოები საქართველოში და კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

Cesko