“რატომ მოკლა თავაწეულმა და რატომ ჩაბარდა სიამაყით პოლიციას, იცით?” – ჩუთლაშვილი“რატომ მოკლა თავაწეულმა და რატომ ჩაბარდა სიამაყით პოლიციას, იცით?” – ჩუთლაშვილი

0
1961
30 Views

“დღეს ავტობუსში 39 წლამდე მამაკაცმა მოკლა 31 წლის ცოლი საკუთარი ბავშვების და ამ ფაქტის მომსწრე უამრავი თვითმხილველის თვალწინ.
სრულიად დემონსტრაციულად მოკლა. შოუ დადგა ფაქტობრივად.
რამდენჯერმე ყელში გაუყარა დანა ქალს და საბრალო ქალი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
შემდეგ კაცი თავაწეული ისევე დემონსტრაციულად ჩაბარდა პოლიციას, როგორც საკუთარი ცოლი მოკლა სულ ცოტა ხნის წინ, თითქოს გმირობა ჩაედინოს.
რატომ მოკლა თავაწეულმა და რატომ ჩაბარდა სიამაყით პოლიციას, იცით?
იმიტომ, რომ ვიღაც ჭკუათხელი ვიგინდარა, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად იტყვის: “ალბათ ბოზი იყო ის ქალი, ძმა. აბა, ცამოწმენდილზე ხომ არ მოკლავდა კაცი საკუთარი ბავშვების დედას?”
ვიგინდარა და სხვა მისი მსგავსი ვიგინდარები (და მდაბიოები) იტყვიან ამ სიტყვებს და მკვლელს მიიღებენ, ჩაეხუტებიან და პატიოსან და მართალ კაცად აგრძნობინებენ თავს. სუფრასაც გაუშლიან. და სუფრაზე მანდილოსნების სადღეგრძელოსაც შესვამენ მასთან ერთად.
და სანამ ეს ასე მოხდება, მანამდე არ გვეშველება ჩვენ არაფერი.”

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko