„გუბაზ სანიკიძის დაძახებულზე არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ უნდა გავიდეს ქუჩაში“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
619
27 Views

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გუბაზ სანიკიძე:

1) ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

2) გამოირჩეოდა შოვინიზმით.

3) ალბინოს ადამიანს ინცესტის მსხვერპლად წარმოაჩენდა.

4) პოლიტიკაში ყოფნის ინტერესად, ყაზახეთის კანალზე დაჯდომას და ფულის კეთებას ასახელებდა;

ეს კაცი არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი სპიკერი, იმიტომ რომ მიშაზე ლაპარაკობს იმას, რაც მიშას უნდა.

მედია დარასკლადდა ისე, რომ აი ეს უმსგავსობა უნდა წარმოადგენდეს ოპოზიციას ქართველი ხალხის თვალში.

იგივე მედიას უკვირს, რომ საშუალოზე გონიერი ხალხი ქუჩაში არ გამოდის მათ დაძახებულზე (ეს ქართველ ხალხს მხოლოდ კარგად ახასიათებს ჩემს თვალში – გუბაზ სანიკიძის დაძახებულზე არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ უნდა გავიდეს ქუჩაში).

სამარცხვინო მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ და მედიაელიტაში მეგობრებო.

და ამ სამარცხვინო მდგომარეობაზე, ქართულ ოცნებასთან ერთად პასუხს აგებს ყველა, ვინც ასეთ უმსგავსობებს აკადრებს ქართველ ხალხს და დეპრესიაში ძირავს.

სანამ გუბაზ სანიკიძე (კრებსითად) გეჯდებათ ეთერში, რომ დაკვეთილი სისულელეები ალაპარაკოთ, მანამდე ბიძინას ექნება კარტბლანში რომ დაიჭიროს ყველა.“

Cesko