„უკრაინელები ჩვენი მონათესავე ერი, ძალიან მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ მათ დიდი ხანია ატყუებენ“ – პესკოვი

0
576
52 Views

„რუსეთი მიაღწევს თავის ყველა მიზანს და დასავლეთთან დაპირისპირებას გაუძლებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვს „საგანმანათლებლო მარათონზე“ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„ზოგჯერ ჩანს, რომ რუსეთის არსებობა გამაღიზიანებელია კოლექტიური დასავლეთისთვის და ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არ განვვითარდეთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ახლა დასავლეთმა წამოიწყო ჰიბრიდული ომი მოსკოვის წინააღმდეგ. ეს არის დიპლომატიური ომი, პოლიტიკური ომი. ეს არის ჩვენი იზოლაციის მცდელობები, ეკონომიკური ომი. ისინი უკვე მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, რადგან რასაც ისინი აკეთებენ არის ომი.

ამასთან, რუსეთი აუცილებლად გაუმკლავდება დასავლეთის ქვეყნებთან დაპირისპირებას: ამისთვის ყველაფერი გვაქვს. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება და ეს სამყარო იქნება ისეთი, სადაც კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიქნებით.

უკრაინაში თქვენ ხედავთ ჩვენი სამხედროების წარმატებებს, ხედავთ გმირობას, ამიტომ, უდავოა, რომ ყველა დასახული მიზანი მიღწეული იქნება.

უკრაინელები ძალიან ნიჭიერი, მშვიდობიანი ხალხია, ისინი ჩვენთან ნათესავები არიან. მაგრამ მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ“, – განაცხადა პესკოვმა.

Cesko