,,შენ ხარ შემდეგიო, ქოცები მწერენ” – ელისო კილაძე

0
408
33 Views

გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი და ჟურნალისტი, ელისო კილაძე ტელეკომპანია ,,მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და წერს:
,,ბევრს ვჩხუბობდით, ბევრ საკითხზე სრული ჰარმონია გვქონდა, ბევრი საიდუმლო ვიცით ერთმანეთის, ბოლოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი რამდენიმე საკითხში, ეკრანიდან ოთხი თვეა მოხსნილი ვარ და მიუხედავად ყველაფრისა, მისი დაკავება არის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ომი! შენ ხარ შემდეგიო, ქოცები მწერენ ჩატში! და რა მერე?!
და მაინც – მე და ჩემნაირები მოვიგებთ ამ ომს და გავათავისუფლებთ ქვეყანას დიდი ქოციანობისგან! მორალისტები ნუ შეწუხდებით. ისინი განსაკუთრებით, არასოდეს არავის რომ არაფერში არ სჭირდებოდით და შეთავაზებაც კი არ გქონიათ, უარით პრინციპულობა რომ გამოგეჩინათ.
,,რედისონში” შეკრებილებს მოკითხვა (კომისიის შექმნა ისევ დღის წესრიგშია?) და შეხვედრამდე… რუსთაველზე. შეკრების თარიღი დამაწიეთ! ნიკა გვარამია –  შენთან ვარ საქმით, მოტირალი ისედაც ბევრი ვნახე დღეს!”.

Cesko