გთხოვთ, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში – ეს იქნება სიმბოლური ჟესტი – პოლონეთის ელჩი

0
666
39 Views

საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა ქართველებს, რუსეთის აგრესიისას უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად გორში სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოუწოდა.

მან ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

პოლონეთის ელჩმა განაცხადა, რომ ესმის საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ და ისიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი, შესაძლოა, საქართველოს უჭირდეს, ამიტომ მათ სიმბოლური ალტერნატივა შესთავაზა.

“მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება, მესმის რომ რთულ სიტუაციაში ხართ – პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“ – განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა.

Cesko