რას მოითხოვს ამერიკა ბიძინა ივანიშვილისგან?
„ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწყებულია, შემიძლია მოგილოცოთ მთელ ქვეყანას“ – განაცხადა გუშინ „ტვ პირველზე“ შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის მხრიდან ასეთი განცხადება ალბათ მისთვის სასურველის რეალობად წარმოჩენის მორიგი მცდელობაა, მაგრამ მოდით, ვცადოთ ჩავიხედოთ საქართველოს იმ მოქალაქეების ტვინის ხვეულებში და წარმოვიდგინოთ მათი განწყობის საფუძვლები, ვინც ასეთ ინფორმაციას დიდი აღტყინებითა და ნიშნის მოგებით ხვდება.
ნათელაშვილებისთვის, ერთადერთი წმინდა მიზანი, ხელისუფლების დაუფლებაა.
ოპოზიციის არასწორი წარმოდგენა,რომ მხოლოდ ივანიშვილია დაბრკოლება ამ მიზნის მისაღწევად, წარმოადგენს
ბიძინა ივანიშვილისადმი მათი სიძულვილის ერთადერთ მიზეზს.
მათ სულაც არ აინტერესებთ, თუ რა შეიძლება იყოს აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის სანქცირების მიზეზი.
გავყვეთ მოვლენებს, ვერავინ იტყვის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში პატიმრების მდგომარეობის, მედიის თავისუფლების, ბიზნესის შეზღუდვის, ნატოსთან ურთიერთოების, ევროპასთან ასოცირების ან სხვა მიმართულებით, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ამერიკას აქ სწორედ დემოკრატიის ინტერესები ადარდებს.
მაშ რაშია საქმე, რატომ უნდა მიმდინარეობდეს დღეს საუბარი აშშს-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე?
ამაზე პასუხი ერთადერთია – თუ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ, ნათელაშვილის მიერ გაჟღერებულ “მოლოცვაში” სიმართლის მარცვალი მართლაც არსებობს, ამის ერთადერთი მიზეზი საქართველოს ხელისუფლებაა, (ვინაიდან ივანიშვილთან იგივდება) რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში არ გაიხსნას მეორე ფრონტი.
სწორედ ეს გვითხრეს აშშ-ს პოზიციების გამხმოვანებელმა უკრაინელმა თუ სხვა საერთაშორისო სპიკერებმა.
ამ შემთხვევაში შეიძლება მართლაც მოხდეს ნაცებისა და განაცებული ნათელაშვილების ინტერესების თანხვედრა.
დღევანდელი “ოპოზიცია” ხელისუფლებაში დაბრუნების ყველა გზას მისაღებად მიიჩნევს, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში, მთელი საქართველო საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ.
მათი მიზანი ხომ ერთია და დიადი, დაიბრუნონ განუსაზღვრელი ძალაუფლება, აღადგინონ წამება ციხეებში, მედიის სრული კონტროლი, ბიზნესების გადაფორმებები,ბიუჯეტის ძარცვა, ხელისუფლებაში ყოფნით მიღებული ტკბობა.
სხვა ყველაფერი მათთვის მეორეხარისხოვანია.
თუ აშშ-ს მიზანია, საქართველოს ომში ჩაბმის ხელისშემშლელი ივანიშვილის სანქცირება- საქართველოდან მოცილება, ეს სრულ თანხვედრაშია ოპოზიციის მიზნებთან.
მოღალატე ოპოზიცია, საქართველოს ავის მოსურნეთ, არა მარტო მეორე ფრონტის გახსნაში, არამედ ქართველების გენოციდშიც დაეხმარება, თუ ამას მათი „დიადი მიზანები მოითხოვს“.
ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი; სოციალური ქსელი