კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს

0
639
32 Views

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა:

„მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი და მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის „არ ავნო“. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას.

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ ინფორმაციას.

ქალბატონი გიული ალასანიამ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნოზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა.”

Cesko