“დედა გეტირებათ, კარგები და კეთილები აგიფეთქდებათ, სახე აგეხევათ…” – ჯანგირაშვილი ივანიშვილს

0
813
58 Views

ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

“რახან ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებულმა ბოლო დრამამაც დაადასტურა რაოდენ ჩლუნგია ბატონი ბიძინი და მისი გარემოცვა–შინაურობა, ალბათ ჯობს გარეულებმა განვუმარტოთ რაღაცეები, სანამ თვითონაც მეტ შარში გაეხვევა და ჩვენც კიდევ ერთხელ დაგვაწიწკნის ნერვებს:
ბ–ნო ბიძინ, გვარამიას დაჭერის შემთხვევაში უუუდიდეს, უძალიანდიდეს შარში ეხვევით. არცერთი, საერთოდ არცერთი წუთი არ გექნებათ მოსვენება, სანამ არ გამოუშვებთ, მარტივად რომ გითხრათ, დედა გეტირებათ, კარგები და კეთილები აგიფეთქდებათ, სახე აგეხევათ და ბოლოს მაინც გამოუშვებთ. თან ეს ბოლოს ძალიან მალე იქნება, დაჭერიდან მაქსიმუმ 10 დღეში. ხოდა, ჩვენი დრო და ნერვებიც დაზოგეთ, საკუთარიც და შეეშვით ამ საქმეს.”

Cesko