უკრაინაში დაბობმვის შედეგად ქართველი მულტიმილიონერი დავით ჟვანია დაიღუპა

0
503
31 Views

დღეს ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოპოკროვკასთან საარტილერიო სროლის შედეგად ყოფილი სახალხო დეპუტატი დავით ჟვანია გარდაიცვალა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაადასტურა, რომ ყოფილი სახალხო დეპუტატი “ნაცრისფერ ზონაში” დაბომბვისას დაიღუპა. რა უნდოდა ან რას აკეთებდა დავით ჟვანიამ “ნაცრისფერ ზონაში” და რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგოს მიდამოში, ჯერჯერობით გაურკვეველია.

დავით ჟვანია საქართველოდან უკრაინაში 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა. სხვადასხვა ბიზნესგამოცემების თანახმად, მისი ქონება 100 მილიონ დოლარს აჭარბებდა. წლებია, ტარიელ ვასაძესთან და ლევ ფარცხალაძესთან ერთად ის უკრაინაში მცხოვრებ, ქართველ მულტიმილიონერთა სამეულში სახელდებოდა.

ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო “როსატომის” არაოფიციალური წარმომადგენელი.

Cesko