ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება საქართველოში და ახალი პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია

0
10206
515 Views

ქველმოქმედების ფორმა და შინაარსი ამჯერადაც უცვლელია – საქმე კეთდება ყოველგვარი აფიშირებისა და პოპულარიზაციის გარეშე.
„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი ზემო იმერეთში დაწყებული გრანდიოზული საქველმოქმედო პროექტით მაშინ დაინტერესდა, როდესაც კეზერაშვილის დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ არარსებული „პროტესტი“ ხალხის წინააღმდეგობად მონათლა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შენება ნგრევად წარმოეჩინათ.
ცხადია, ეს არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, საზოგადოებამ კიდევ ერთი კარგი სიახლის შესახებ შეიტყო. საუბარია გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენზე. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას.

Cesko