“ნაციონაკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ შესაფერისი კლინიკა საქართველოში არ ეგულებათ, მითუმეტეს, “ამ ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ”. ამის შესახებ მან მაუწყებელს განუცხადა.
“სააკაშვილის ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება, გამოწვეულია იმ სიტუაციით, რაც მან გამოიარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. ანორექსიის განკურნება არ არის რაღაც კონკრეტულ სურვილზე დამოკიდებული და მოითხოვს გაცილებით ფართო კომპლექსულ მიდგომას ისეთ კლინიკებში, რომელიც საქართველოში არც მეგულება.
ჟურნალისტი: რატომ არ გეგულებათ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რა ტაქტიკა სჭირდება მკურნალობის, რომელიც საქართველოს არ გააჩნია?
ხატია დეკანოიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა მესამე ქვეყანაში, სადაც მას მიეცემა რეაბილიტაციის საშუალება. მან ამაზე ისაუბრა ერთ-ერთი სასამართლოზე და თქვა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ მზადაა გადადგას ის ნაბიჯები, რაც გულისხმობს რეაბილიტაციის მერე კანონიერ ჩარჩოში დაბრუნება.
მე დარწმუნებული ვარ, აქ რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება. მას სჭირდება მკურნალობა იმ გარემოში და კლინიკაში, რომელიც სრულად მისცემს მას რეაბილიტაციის საშულებას. მას სჭირდება ის გარემო, რომელიც მისცემს სტრესიგან გათავისუფლებას და მთელი ამ მძიმე თვეების შემდეგ, და რა თქმა უნდა, ასეთად ჩვენ არ გვესახება საქართველოში თუნდაც იმ ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ, და ეს უნდა იყოს საზღვარგარეთ.