26 Views
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნატო უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის
როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას.
– “გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ ის უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
წყარო: 1tv.ge