რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა, მათ შორის იაპონიის პრემიერი და საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებიც არიან

0
740
55 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის 63 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა. აღნიშნულ მოქალაქეთა შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდა, ასევე საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებიც არიან, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ წამოიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიუღებელი რიტორიკა, ცილისწამებისა და პირდაპირი მუქარის ჩათვლით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

Cesko