“და ესენი ეხვია გარს სააკაშვილს…. რა სიბინძურეებს უკეთებდნენ წარმომიდგენია!” – თაკო ჩარკვიანი

0
448
46 Views

“ტვ პირველზე ინგა გრიგოლია ეკითხება გახარიას პარტიის წარმომადგენელს ნათია მეზვრიშვილს: დაუჭერთ მხარს თუ არა , მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხს უცხოეთში კლინიკაში , რადგან მისი მდგომარეობა ექიმების თქმით მძიმდება !

პასუხი -პროკურატურის ( ამ 10 წლის და იმ 10 წლის მანძილზე ) მაღალი თანამდებობის პირის ნათია მეზვრიშვილის: ამაზე პასუხს ასე მარტივად ვერ გაგცემთო……. თქვა ( თვალების დათხრის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა)”ესენი ” მარტივად მხოლოდ თვალებს თხრიან რუსეთთან მებრძოლ პატრიოტებს და კორუფციულ სქემებში შედიან მარტივად!
მიიღებს თუ არა მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის შექმნაში დღეს თქვეს გახარიელებმა არაო, აქციებს შეუერთდებითო -არაო.
ცოცხალი რომ გადარჩეს ადამიანი აი ამაზე ამბობდნენ უარს და ნაც მოძრაობის ლიდერებო ვისთან ურთიერთობდით ადგილობრივ არჩევნებში ვისთან, რა გამოცნობა უნდოდა გახარია -მეზვრიშვილს , გავრილოვის ღამეს პატრიოტებისთვის თვალების დამთხრელებისგან რას ელოდებოდა პარტიის თავმჯდომარე ?! საოცარია…..
არ შევუერთდებითო გახარიამ, ევროპულმა საქართველომაც ( ანუ ჩერგო -ბოკერიამ) არაო არაო არ შევუერთდებითო -სიკვდილ სიცოცხლეზეა საუბარი ხალხნო.
და ესენი ეხვია გარს სააკაშვილს….
ან როგორ მოახერხა ამ ადამიანმა სახელმწიფოს შენება, რა სიბინძურეებს უკეთებდნენ წარმომიდგენია! აი მართლა
ბრავო მიშა!
არა უშავს , მაინც ყველაფერი კარგად იქნება”

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი; სოციალური ქსელი

Cesko