რატომ დასჭირდათ ვასაძის გამოსვლა ავანსცენაზე და რას გაუხსენებს ხელისუფლება გახარიას? – სადღობელაშვილი

0
556
29 Views

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ ვასაძე გამოჩნდა მაშინ, როდესაც ალტ-ინფომ დაკარგა რეიტინგი
დიდი ალბათობით ვასაძე კონკურენციას ინაშვილს გაუწევს და მის სეგმენტზე იმუშავებს, “პატრიოტების” 3-4 % უნდა განახევრდეს.
სავარაუდოდ ვასაძეს გვერდზე ჩვენ ვიხილავთ ალტ-ინფოს მარგალიტებს, ასევე მისი თაობის რუსეთთან ასოცირებულ პოლიტფიგურებს (მოვერიდები კონკრეტიზაციას ისედაც ვიცით ვინ იქნებიან მის გვერდით).
დიდ რეზონს ნამდვილად ვერ დადებს “ერი” მაგრამ 2-3% შუალედში იქნებიან
აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის ფაქტი თუ რატომ დაჭირდა ზოგიერთს ვასაძის გამოსვლა ავანსცენაზე, ეს შემთხვევითობა ანდა დამთხვევა არ გეგონოთ, აშკარად არჩევნები გველის წინ და სამზადისი დაწყებულია.
პარალელურ რეჟიმში ჩვენ გავხდებით მომსწრე გახარიას და მისი პარტიის მიწასთან გასწორების, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება, მას ხელისუფლება გაუხსენებს პანდემიის დროს, მედიაში გამოვარდება ბევრი საინტერესო მასალ რაც გახარიას კორუმპირებულობას ხაზს გაუსვამს… გახარიას რეიტინგი მინიმუმ იმ ნიშნულზე უნდა დარჩეს რაზედაც დღეს დგას ანუ მაქსიმუმ 4%!
ნაცების რევანშისტული ზრახვები პიკს აღწევს, უკრაინის მთავრობის კულუარებში გამოიყო საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოში მთავრობის ცვლილებას… მეორე ფრონტი სჭირდებათ და ამისთვის არაფერს დაიშურებენ…
Ps აქვე იმასაც გეტყვით, რომ მთავრობას სრული პოლიტიკური სპექტრის ასათვისებლად ჰაერივით ესაჭიროება ისეთი პარტია ვინც ანტინაცურ ხასიათის ფლაგმანი იქნება და ამავდროულად დაიჭერს ევროპული კონსერვატიზმის ხაზს და არ იქნება რუსეთთან გაიგივებულიამ გუნდმა უნდა იმუშაოს ვაშაძეს, ხოშტარიას, ლელოს, გირჩის სეგმენტზე, ეს უკანასკნელი რთული მოსაფუჩეჩებელია, მაგრამ ყველაზე საინტერესო იქნება!”

Cesko