“კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნეა” -სერგეი ლავროვი

0
683
62 Views

საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Al Arabiya-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნებისმიერი იარაღი, იარაღის ნებისმიერი მიწოდება უკრაინის ტერიტორიაზე არის ლეგიტიმური სამიზნე, რადგან ეს იარაღი გადაეცემა რეჟიმს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს”, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვმა იცის მარშრუტები, რომლის საშუალებითაც უკრაინულ მხარეს იარაღი მიეწოდება.

„როგორც კი, ეს იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღწევს, ჩვენი სპეციალური ოპერაციის სამიზნე ხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ე.წ. სპეციალური ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც მისი მიზნები შესრულდება და მიიღწევა.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა დაადასტურა „სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის აუცილებლობა.“

„ამ სიტუაციებზე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა მოგვაწოდა. ზოგიერთი მათგანი იყო ინციდენტი, ნაწილი კი უკრაინიდან ვერტმფრენის თავდასხმის შედეგი. აშკარა გახდა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზნები უნდა განხორციელდეს,“- აღნიშნა ლავროვმა.

Cesko