ზელენსკი – უკრაინაში წყდება, შეძლებენ თუ არა ევროპის სხვა ერები თავისუფლად და დემოკრატიულად ცხოვრებას

0
608
37 Views

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევში ვიზიტით მყოფ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილ პეტკოვს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ბულგარეთი, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, დღეს უკრაინის მიმართ სოლიდარულია.

,,ჩვენს სახელმწიფოს ახლა უფრო მეტად სჭირდება ჩვენი სანდო მეგობრების მხარდაჭერა, რათა ჩვენი ხალხის სიცოცხლის უფლება, საკუთარი სახელმწიფო, ევროპული მომავალი დავიცვათ, მაგრამ ეს ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის არ არის. ახლა უკრაინაში ჩვენ, მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს ღირებულებებს ვიცავთ. სწორედ ახლა, უკრაინაში წყდება, შეძლებენ თუ არა ევროპის სხვა ერები თავისუფლად, დემოკრატიულად ცხოვრებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Cesko