54 Views
გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კენჭისყრის შედეგი ასეთია: მომხრე 93 ქვეყანა, წინააღმდეგი – 24; თავი შეიკავა 58-მა ქვეყანამ.
რუსეთის გარიცხვისთვის ხმების 2/3 იყო საჭირო. რეზოლუცია აშშ-მ მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ ბუჩადან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები გავრცელდა.
ცნობისთვის,მანამდე რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც “არამეგობრული ჟესტი”.