ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:
“კიდევ ბევრი ადამიანი მწერს, რომ უნდათ უკრაინაში მოხალისედ ჩამოსვლა და ჩვენთან ერთად ბრძოლა. მთხოვენ დავაკვალიანო თუ როგორაა ეს შესაძლებელი. 1) საიდანაც არ უნდა მოდიოდეთ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრამდე მოსვლა თვითონ უნდა უზრუნველყოთ; 2) სასურველია მოხვდეთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან Krakovets ან Medyka. აქედან უკრაინელები აგიყვანენ და შეიძლება ჩაირიცხოთ საერთაშორისო ლეგიონში. 3) მოთხოვნები გართულდა და აუცილებელია იცოდეთ რუსული ან ინგლისური. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით უარს გეტყვიან. 4) გარანტირებულად ჩვენთან ვერ მოხვდებით (ბევრი მიზეზის გამო), რადგან უკრაინელები წყვეტენ ვინ სად გაუშვან; 5) თუ ჩამოხვალთ და რამე არ მოგეწონათ, რის გამოც კონტრაქტს დაარღვევთ და უკან წასვლას გადაწყვეტთ, დიდი ალბათობით პრობლემები შეგექმნებათ; 6) ბილეთის შეძენაში და გადაადგილებაში მე ვერავის ვეხმარები (ბევრი მიზეზის გამო). იმედია წინა პოსტთან ერთად ამომწურავად გავეცი ყველას პასუხი. პ.ს. ბრძოლა საქართველოშიც მოგვიწევს და გული არ დაგწყდეთ ვინც ვერ მოდიხართ.”