“ჯერ რაც ვიცით, შესაძლო ხელშეკრულების შესახებ, წარმოუდგენელი შედეგია: რუსეთმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მას სამხედრო ძალით დაუპირისპირედებიან ამერიკა, ინგლისი, თურქეთი, ჩინეთი, პოლონეთი და ა.შ. გამაოგნებელი რამეა!!!
და ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ და შედეგად რუსეთი იქნება მარტო, დანარჩენი სამყაროს პირისპირ!!!
რა შესაძლებლობები შეიძლება გავუშვით ხელიდან, თუ ვხვდებით?! ახლა მთავარი დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსია. და ძალიან მოკლედ, მოლაპარაკების სხვა შუალედურ შედეგებზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით გასათვალისწინებელია:
ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლო გარანტორთა შორის ჩინეთის და თურქეთის გამოჩენა; რამდენად შეიძლება ჩვენთვის მომგებიანი/შესაძლებლობების ან საფრთხის შემცველი იყოს დონეცკის და ლუგანსკის მოსალოდნელი სტატუსი;
ხელმომწერთა მიერ ვალდებულების აღება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების, რომელიც კარგა ხანია საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნისკენ მიისწრაფვის (მა, უბლოკო სტატუსი?!);
უკრაინის საკითხის ამა თუ იმ ფორმით გადაჭრის შემდეგ, რას უზამს რუსეთი მის მოთხოვნას საქართველოსთან მიმართებაში: გავიხსენოთ, რომ დეკემბრის ულტიმატუმში უკრაინისა და საქართველოს მიმართ ერთნაირი მოთხოვნები ჰქონდა წამოყენებული – ნატოზე უარის თქმა, ერთობლივი სამხედრო სწავლებების და შეიარაღების შეწყვეტა, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგების აკრძალვა.
უკრაინა წარმოუდგენლად მყარ უსაფრთხოების გარანტიებს იძენს ახალი ხელშეკრულებით, ეყოლება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია და ულტრათანამედროვე შეიარაღება. რითი ვხვდებით რუსეთის შესაძლო მოთხოვნებს ჩვენ?! მოშიშვლებული ფლანგებით, დემორალიზებული საზოგადოების ნაწილით, არარსებული უსაფრთხოების სტრატეგიით, 30 წლის მანძილზე ყველაზე გაუარესებული ურთიერთობებით სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ამიტომ, როგორც კი რეალური კონტურები გამოიკვეთება ხელშეკრულების, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოთხოვნების ნუსხა ხელისუფლების მიმართ: ვისთან რა ტიპი მოლაპარაკებებია დასაწყები ჩვენი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველსაყოფად! ეს ჩვენი, საქართველოს არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულებაა, როგორც დეკემბრის რუსულ ულტუმატუმში უკრაინის გვერდით მოხსენიებული ქვეყნის”