ხელისუფლებავ, კიდევ რა სახის და სირთულის დანაშაული უნდა ჩაიდინონ ნაცკრიმინალებმა, რომ იმოქმედოთ კანონის შესაბამისად?
ყველა, ვინც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას – ციხეში;
ყველა, ვინც ღიად თუ ფარულად, ხელს უწყობს ოკუპანტის მიერ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას და ეწევა ომის პროპაგანდას – ციხეში;
ყველა, ვინც მოუწოდებს ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ – ციხეში;
ყველა, ვინც ცდილობს ერთა შორის შუღლის გაღვივებას – ციხეში;
მიხეილ სააკაშვილი, როგორც მრავალი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ორგანიზატორი და პროვოკატორი, სამუდამო პატიმრობით – ციხეში;
კოლექტიური ხატია დეკანოიძეები – ციხეში;
❗❗❗გამოფხიზლდით და იმოქმედეთ.
“საქართველოს ხელისუფლებამ, ნება დართო, რუსეთის სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციას, გამოიყენოს საქართველოს საჰაერო სივრცე. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩაერთნენ ომში რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი მათ ჩამოაშორებს ხელისუფლებას!” – წერს მიხეილ სააკაშვილი ტვიტერზე (რუსულ და ინგლისურ ენებზე)
ცნობისთვის: რუსეთს და ბელორუსიას უკრაინასთან რამდენიმე ათასკილომეტრიანი სახმელეთო და ასევე, საზღვაო საზღვარი გააჩნიათ. რუსეთიდან და ბელორუსიიდან უკრაინაში თვითმფრინავის გადაფრენას არ სჭირდება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება და ეს არის წინასწარგანზრახული პროვოკაცია.
მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი