,,ალტინფოს” დამფუძნებელი ზურა მახარაძე ,,ოცნების” დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს დაემუქრა:
,,თუ ღმრეთმა არ ქნას და რაღაც მოხდება, პირველ რიგში, ეგეთი ლიბერალებისგან გავწმინდავთ ქვეყანას. მე ვიომო და ზურგში აქ ხუნდაძისნაირი ხალხი მართავდეს ქვეყანას, ნურას უკაცრავად! პირველ რიგში, თქენ მოგადგებით და კიდევ ლიბერალებს, აი, ეგრე იქნება”
გუშინ ხუნდაძემ ,,ალტინფოს”და მათ ,,კონსერვატიულ პარტიას” კითხვით მიმართა:
-არ შემიძლია, არ შევეხო ახლად დაფუძნებული „კონსერვატიული პარტიისა“ და მისი ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან – ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში? საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანი ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ე.ი. ეს პრობლემაა. დღეს ერთობა, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, მტერი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო, უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ თუ მეტია გასაკეთებელი, მგონია, რომ ეს ასეა, არ უნდა დავაკლოთ.