„ნაცმოძრაობის“ 3 დეპუტატი არწმუნებდა ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს – თეა წულუკიანი

0
824
50 Views

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება შეაფერხოს საქართველოს ევროინტეგრაციას, თუ ეს მათი პოლიტიკური პარტიის მიღწევად არ ჩაითვლება. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ის ბრიუსელში ჩატარებული სხდომაც გაიხსენა, რომელზეც საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხი განიხილებოდა.

„ბრიუსელში საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იყო 3 დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ და მათ ხელმძღვანელობდა ბატონი გიორგი კანდელაკი. მოყოლითაც ძნელია დაიჯერო, ჩემი თვალით რომ არ მენახა – ჩვენს თვალწინ არწმუნებდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს. ეს თუ არ არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მაშინ რა შეიძლება ასეთად შეირაცხოს?“ -განაცხადა წულუკიანმა.

Cesko