„რუსეთისგან გაზისა და ნავთობის ყიდვის შეწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია“ – ბორის ჯონსონი

0
486
29 Views

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთისგან ჯერ კიდევ ვერ შეწყვეტს გაზისა და ნავთობის ყიდვას, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა. ამის შესახებ მან ლონდონში ნიდერლანდებისა და კანადის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი არ არის ისეთივე დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, მაგრამ მხარს უჭერს მის კოლეგებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რუსული ნავთობი არ შეიყვანონ სანქციების სიაში.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ერთ ღამეში, თუნდაც რუსეთისგან. ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააკეთებს. ბრიტანეთში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ყველა ქვეყანა სხვა პოზიციაზეა. უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, უნდა ვეძებოთ მიმწოდებელი და ვეძიოთ შემცვლელი ნავთობისა და გაზისთვის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

Cesko