ნახეთ რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირას

0
1442
25 Views

რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირას.  ნახეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება, პოპულარობას მოგიტანთ და ავტორიტეტს აგიმაღლებთ. შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს ახალ საქმიანობას. გაიზრდება თავგადასავლებისა და მხიარულების რაოდენობა. სასიყვარულო ურთიერთობები კი, ერთგვარ გამოცდას გადის.

კურო

მიზნების მისაღწევად, დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. სასიყვარულო ურთიერთობაში ეჭვიანობამ, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. პერიოდული განმარტოება კი, დაგეხმარებათ კომპლექსებისა და შიშებისგან განთავისუფლებაში, დახარჯული ენერგიის აღდგენაში.

ტყუპები

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. შესაძლოა, გამოგიჩნდნენ გავლენიანი მფარველები, რომლებიც ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას. საწინააღმდეგო სქესის ადამიანები, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენენ თქვენს მიმართ. მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გიქადით.

კირჩხიბი

მიზნის მისაღწევად, აუცილებელი იქნება ადრე დასახული გეგმების მშვიდად და გეგმაზომიერად შესრულება. შესაძლოა პირადი ან საოჯახო პრობლემების გადაჭრა მოგიხდეთ, რაც დაუკავშირდება საქორწინო ან სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, მყარი იქნება.

ლომი

გრძნობები და სურვილები გამძაფრდება, ენერგია მოიმატებს და შრომისუნარიანობის დახმარებით, ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. თუმცა, ნუ გადაიღლებით. პირად ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. კარგი დროა, ოჯახის პრობლემების მოსაგვარებლად.

ქალწული

თავს ენერგიულად იგრძნობთ. ფარული მტრები, თავის რეალურ სახეს დაგანახვებენ. კრიზისულ სიტუაციებს, ადვილად დაძლევთ. ეცადეთ, არ ეკონფლიქტოთ საყვარელ ადამიანს და ფიზიკურად არ გადაღალოთ ორგანიზმი, მძიმე შრომითა ან ვარჯიშით. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტი.

სასწორი

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. მიღებული წინადადებები, ერთდროულად საქმიანიც იქნება და პირადულიც. არ ჩაებათ ინტრიგებში და არ ენდოთ უცნობებს. ახალი სასიყვარულო გრძნობა, თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებთ.

მორიელი

შესაძლოა, დაფიქრდეთ სამსახურის ან საქმიანობის შეცვლაზე. დიდ სიამოვნებას მიიღებთ ინტელექტუალური და ლიტერატურული საქმიანობისგან. რომანტიულ სფეროში კი, მოგიწევთ ურთიერთობების გარკვევა და არსებული უთანხმოების მოგვარება. კარგი დროა ახლო მანძილზე, დასასვენებლად გასამგზავრებლად.

მშვილდოსანი

გაიზრდება თქვენი პოპულარობა, მაგრამ წარმატებების გამო, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით და მეტად პრაქტიკულად შეხედეთ სინამდვილეს. პარტნიორებთან და კოლეგებთან მეტი გულისხმიერება გმართებთ. კარგი დროა ფინანსური გარიგებებისა და კაპიტალდაბანდებებისთვის. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა, სჯობს დროულად გაარკვიოთ.

თხის რქა

ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, შესაძლოა აუცილებელი გახდეს შემოსავლის ახალი წყაროს ძიება. აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რათა არავინ მოგატყუოთ. შესაძლოა, განსაკუთრებული სასიყვარულო გრძნობა ჩამოგიყალიბდეთ სხვა წრის ადამიანის მიმართ, ამიტომ წინასწარ გაიაზრეთ, რამდენად საჭიროა ეს თქვენთვის.

მერწყული

გაიზრდება ამტანიანობა და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. თქვენი გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება, რაც გაზრდის თქვენს ენთუზიაზმს. ეს დიდი ჩანაფიქრების ხორცშესხმის და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ახალი კავშირების დამყარება, პირადი და სასიყვარულო შეხვედრები.

თევზები

პროფესიულ საქმეებში გადაწყვეტილებების მიღებისას, ზედმიწევნით განსაჯეთ ყველაფერი. გაგიადვილდებათ მეგობრული და საქმიანი კავშირების დამყარება. სახლის საქმეები, ბევრ დროს წაგართმევთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კი, დროულად უნდა აღმოფხვრათ. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

Cesko